logo
ENG



უკრაინის ცნობით, რუსებმა დღეს დილით ხარკივი ორჯერ დაბომბეს

29 ივლ 202211:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/29/1riwl3umy50uyp4.jpg

ხარკივის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით, 04:09 საათზე ხარკივის ცენტრი ორჯერ დაბომბეს.

ტერეხოვის თქმით, რუსული დაბომბვის შედეგად ორსართულიანი სახლი და ხარკივის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელი დაინგრა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მაშველები ადგილზე იმყოფებიან და ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას ცდილობენ. როგორც ხარკივის მერი ამბობს, წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა