logo
ENG



უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ენერგოდარი დაბომბეს

29 აგვ 202211:55
3 წუთის საკითხავი
 

ენერგოდარის მერის, დიმიტრი ორლოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ენერგოდარი დაბომბეს.

ორლოვის თქმით, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათგან 2 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დაზიანებულია სულ მცირე 20 ავტომობილი.

რუსული მხარე მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონში, ენერგოდარში საცხოვრებელი უბნების დაბომბვის ფაქტზე.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა