logo
ENG



უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ჩერნიჰივი და ხარკივი დაბომბეს

28 ივლ 202212:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/28/b7ojtda58xqglnv.jpg

ჩერნიჰივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქები, ჩერნიჰივი და ხარკივი დაბომბეს.

ჩაუსის თქმით, ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა დილის 5 საათის შემდეგ მოხდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ წინასწარი ინფორმაციით, დარტყმები გონჩარივსკისთან განხორციელდა.

"ხარკივი ორჯერ დაბომბეს ღამით, ცენტრთან ახლოს და მიმდებარე უბანში. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს," - თქვა ხარკივის მერმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა