logo
ENG



უკრაინის ცნობით, სამხრეთით რუსები ზოგიერთი ტერიტორიიდან უკან დახევის იმიტაციას ქმნიან

05 ნოე 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/05/6xsv0fc5bpqxtu5.jpg

უკრაინის სამხრეთის სარდლობის სპიკერის, ვლადისლავ ნაზაროვის განცხადებით, სამხრეთით რუსები ზოგიერთი ტერიტორიიდან უკან დახევის იმიტაციას ქმნიან.

"მტერი აგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალფეროვანი მანევრების ტაქტიკას და ცდილობს გარკვეული ტერიტორიებიდან უკან დახევის შთაბეჭდილება შექმნას," - თქვა უკრაინის სამხრეთის სარდლობის სპიკერმა.

ნაზაროვი ამბობს, რომ ვითარება იუჟნო-ბუგის საოპერაციო ზონაში და სამხრეთის მიმართულებით რთული და დაძაბული რჩება. მისი თქმით, მტერი აგრძელებს გათავისუფლებული რეგიონების მოსახლეობის ტერორს დაბომბვით, სარაკეტო თავდასხმებით და კამიკაძე თვიტმფრინავებით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული ძალები აქტიურად იცავენ და ცდილობენ ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებას.

სამხრეთის სარდლობის სპიკერის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის დაჯგუფებას შვ ზღვაში ჰყავს 7 გემი და კატარღა, რომლებიც მორიგეობენ და მანევრირებას ახდენენ ყირიმის სანაპიროზე. ნაზაროვის ცნობით, სარაკეტო იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნაშია საკრუიზო რაკეტების ერთი გადამზიდი რვა "კალიბრით".

რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 2400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია სამხრეთით.


close დახურვა