logo
ENG



უკრაინის ძალებმა ყირიმში ოკუპანტების ნავთობის ავზი და იარაღის საწყობი დაბომბეს

22 ივლ 202317:52
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ძალებმა ყირიმში ოკუპანტების ნავთობის ავზი და იარაღის საწყობი დაბომბეს.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

"უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ნავთობის ბაზა და რუსეთის ჯარის საწყობები დროებით ოკუპირებული ყირიმის ოკტიაბრსკის დასახლებაში." - წერია განცხადებაში.

დღეს დილით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ყირიმში აფეთქების ხმები და შავი კვამლი ჩანს.

ოკუპირებული ყირიმის მარიონეტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი აკსიონოვის თქმით, პირველადი მონაცემებით დაშავებულები არ არიან.

აკსიანოვმა ტერიტორიიდან 5 კმ-ის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა. ასევე შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა.

 

close დახურვა