logo
ENG



უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში კოვიდვაქცინების სიმცირის გამო გაათავისუფლეს

19 მაი 202100:53
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში კოვიდვაქცინების სიმცირის გამო გაათავისუფლეს
REUTERS/Gleb Garanich

უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში კოვიდვაქცინების სიმცირის გამო გაათავისუფლეს. პარლამენტმა მაქსიმ სტეფანოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.

უკრაინა ევროპის იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელსაც პანდემია ყველაზე მეტად შეეხო. ამ დროისთვის, მხოლოდ 948 330 უკრაინელია პირველი დოზით აცრილი, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა 41 მილიონია.

"მინისტრის მთავარი საზრუნავი ვაქცინაცია და უკრაინის საჭირო რაოდენობის დოზებით მომარაგება იყო წლის პირველ ნახევარში. ეს პროცესი ძალიან ნელია", - თქვა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

გათავისუფლებულმა მინისტრმა სტეფანოვმა განმარტა, რომ მან ყველაფერი გააკეთა ეპიდემიასთან საბრძოლველად და მას ჰქონდა გეგმა, როგორ შეექმნა ეფექტიანი სამედიცინო სისტემა. მისივე თქმით, ქვეყანა მიმდინარე წელს 42 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 48 469 ადამიანი გარდაიცვალა.


close დახურვა