უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ხერსონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კიდევ ერთი ბაზა გაანადგურეს.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, განადგურებულია სასტუმრო "დაკარგული სამყარო", სადაც რუსულ ძალებს ბაზა ჰქონდათ მოწყობილი.
ადგილობრივების თქმით, ქალაქში სულ მცირე 8 აფეთქება მოხდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში კვამლი და შენობის ნანგრევები ჩანს.