logo
ENG



უკრაინული მხარე: ოკუპირებულ კუნძულ ზმეინიზე რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განვახორციელეთ

21 ივნ 202220:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/21/uuke32xwy5w187d.png

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულმ ზმეინიზე, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, კუნძულზე სხვადასხვა ძალების გამოყენებით „მიზნობრივი იერიში“ განხორციელდა.

სარდლობის ცნობით, სამხედრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და დასრულებამდე დამატებით ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კუნძული ზმეინი რუსეთის ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო. სწორედ ამ კუნძულის მცველებს მოსთხოვა რუსულმა ხომალდმა დანებება და მიიღო პასუხი, რომელიც მთელი ომის მანძილზე, უკრაინის წინააღმდეგობის მთავარი სიმბოლო გახდა.


close დახურვა