logo
ENG



უკრაინული მხარის თქმით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ფართომასშტაბიანი დაბომბვა მიდის

23 ივნ 202213:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/23/abxxmhhu507xq47.jpg

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის გარდა, რუსული ძალების მხრიდან დაბომბვა სხვადასხვა ფრონტზე ხდება.

ხელისუფლების თქმით, დონეცკში, რამდენიმე დასახლება ცეცხლის ქვეშ მოექცა, მათ შორის ქალაქები სლავიანსკი და ბახმუტი. რეგიონის ათეულობით დასახლება წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

უკრაინის მთავრობა აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა სამხრეთით, კრივი რიხის რეგიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა. ამასთან, მათი თქმით, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში სუმის რეგიონის ოთხი დასახლება კვლავ დაბომბეს.

"რუსების მხრიდან ასამდე საარტილერიო ჭურვი იყო ჩამოგდებული. მტრის დრონიდან ჩამოგდებული საბრძოლო მასალის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა," - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.


close დახურვა