logo
ENG



უკრაინულმა ძალებმა ხარკივის ოლქში ქალაქი კუპიანსკი აიღეს და იზიუმისკენ მიიწევენ

10 სექ 202212:36
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინულმა ძალებმა ქალაქი კუპიანსკი აიღეს და იზიუმისკენ მიიწევენ. 

ინფორმაცია ქალაქის გათავისუფლების შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშენკომ დაადასტურა. 

კუპიანსკი რუსი დამპყრობლებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო. სწორედ ამ ქალაქის გავლით ხდებოდა დონბასში რუსი ჯარისკაცების აღჭურვილობით და ამუნიციით მომარაგება. კუპიანსკზე კონტროლის დაკარგვა ოკუპანტებს რთულ მდგომარეობაში აყენებს, ვინაიდან მათი ჯარები ფაქტობრივად უკრაინელთა ალყაში აღმოჩნდნენ. 

კრუპიანსკი ხარკივის ოლქს ეკუთვნის და ქალაქ ხარკივის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. 

უკრაინის არმიამ ამ ტერიტორიის გათავისუფლება 2022 წლის 6 სექტემბერს დაიწყო. უკრაინელთა მოწინავე ქვედანაყოფები ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე, რუსული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე 50 კმ სიღრმეზე შევიდნენ. 

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინელთა ეს კონტრშეტევა რუსებისთვის მოულოდნელი იყო. მათ სექტორი სუსტად ჰქონდათ დაცული. უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ტერიტორიაზე კონტროლი აიღეს და რამდენიმე ქალაქს ალყა შემოარტყეს.

რაც შეეხება ხერსონს - უკრაინის შეტევითი ოპერაციების გამო რუსეთის თავდაცვითი ფრონტი ზეწოლის ქვეშ იმყოფება როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ფლანგებზე.


close დახურვა