"ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩემი და ლევანის საუბარს, როდესაც ვიყავი ბრატისლავაში, ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელს მსოფლიოში“ - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე და მისთვის დამახასიათებელი ამპარტავნული გამომეტყველებით კოლეგებს გადახედა. ევროპელი პარტნიორები ალბათ მართლაც გაოცებულები უყურებდნენ დავითაშვილსა და ღარიბაშვილს, და ფიქრობდნენ, რაზე საუბრობენ ესენი, როდესაც ქვეყანა თავზე ენგრევათო. რას აკეთებს ივანიშვილის მმართველობა, ღარიბაშვილის თაოსნობით საქართველოს საინვესტიციო გარემოსთვის, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის და მათთვის დაჩემებულ, ქვეყნის რაიმე ჰაბად ქცევისთვის?
უკუსვლის ჰაბი - დროება
12 ივნ 202220:49
3 წუთის საკითხავი