logo
ENG



ულტრამემარჯვენე ძალების გზავნილები მაისში ქალებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგაა მიმართული - DRI

13 მაი 202010:33
3 წუთის საკითხავი
 

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ულტრამემარჯვენე ძალების გზავნილების შესახებ მორიგ კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის განმარტებით, მაისში გზავნილები ქალთა უფლებებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგაა მიმართული.

ონლაინ და სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის ობიექტები ხშირად უმცირესობების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიებიც არიან.

„გარდა იმისა, რომ ხშირად სიძულვილის ენის ღიად ტირაჟირებასთან გვაქვს საქმე და ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში ხელს უწყობს ირაციონალური შიშების გაღვივებას სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ, ასევე, ხშირად რელიგიური ექსტრემიზმის მიმართულებითაც წარმოადგენენ საფრთხეს. ჩვენ ვნახეთ მათი ექსტრემისტული ქმედებები და ვთვლი, რომ მსგავსი ტიპის მოწოდებებს სახელმწიფომ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს", - ამბობს მკვლევარი ქეთი მურღულია.


close დახურვა