logo
ENG



უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადადის

16 მარ 202009:11
3 წუთის საკითხავი
 

უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადადის. უნივერსიტეტებმა სწავლების ამ მეთოდის გამოსაყენებლად სხვადასხვა სისტემა შეარჩიეს.

მაგალითად, კავკასიის უნივერსიტეტის  ყველა სკოლა დღეიდან პროგრამა ზუმით დაიწყებს დისტანციურ სწავლებას. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ასევე მოლაპარაკებები აქვს კომპანია „მაიკროსოფტთანაც“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი დისტანცირ სწავლებაზე ეტაპობრივად, ფაკულტეტების მზაობიდან გამომდინარე გადავა.

სასწავლო პროცესზე ელექტრონულად ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიც გადადის.  ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი დისტანციურ სწავლებას ილიაუნის ელეტრონული ბაზით, „არგუსითა" და „მუდლით" აპირებენ. საჭიროების შემთხვევაში კი ადმინისტრაცია სისტემაში ვიდეოლექციების დამატებასაც აპირებს. 



close დახურვა