ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინა-აშშ-ის მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული და პროდუქტიული, მიღწეულია რეალური პროგრესი. ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლოს მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც მშვიდობასთან დაგვაახლოებს. ამჟამად მედიაში ბევრი ხმაური და ანონიმური სპეკულაციაა. არ ენდოთ ხმებსა და პროვოკაციებს. ამერიკული გუნდი, რომელსაც სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხელმძღვანელობენ, უკიდურესად კონსტრუქციულად მუშაობს, რათა დაეხმაროს უკრაინას ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების გზის პოვნაში. უკრაინული გუნდი უზომოდ მადლიერია პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის, ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ისინი დებენ.
