ქართული ოცნება საერთაშორისო დანაშაულშია მხილებული. ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის პარტია იყენებს შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში უკანონო თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან იღებს. ეს ჰელსინკის კომისიის განცხადებაა, რომელიც ივანიშვილის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. კომისია ამერიკის მთავრობას მიმართავს, შეაჩეროს საქართველოს მმართველი პარტიის უკანონო საქმიანობა. საქართველოს ხელისუფლება დადანაშაულებულია შავი ფულით ოპოზიციის შევიწროებასა და ანტიდასავლური პოლიტიკის დაფინანსებაში.
უმკაცრესი შეფასება ჰელსინკის კომისიიდან
13 აგვ 202420:02
3 წუთის საკითხავი