logo
ENG



უნგრეთი NATO-ს გენერალურ მდივნად რუტეს კანდიდატურას ეწინააღმდეგება

06 მარ 202414:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/06/275dza2v6oa7a5b.jpg

უნგრეთი NATO-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს დანიშნავს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ისაუბრა.

იენს სტოლტენბერგი ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობას წლის ბოლოს ტოვებს. მარკ რუტეს კანდიდატურას კი მხარს უჭერენ აშშ, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. ამავე დროს, წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა რუტეს კანდიდატურაზე, რომელიც დიდი ხანია უნგრეთის ხელისუფლების მაკრიტიკებელია.

"ჩვენ ნამდვილად ვერ დავუჭერთ მხარს NATO-ს გენერალურ მდივნად იმ ადამიანის არჩევას, რომელსაც ადრე უნგრეთის მუხლებზე დაყენება სურდა", - თქვა სიიარტომ.

2021 წელს ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა გააკრიტიკა უნგრეთი ანტი-ლგბტ კანონის გამო და თქვა, რომ ქვეყანას არაფერი ესაქმება ევროკავშირში.

"გრძელვადიანი მიზანია ამ საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის მუხლებზე დაყენება", - თქვა რუტემ.

აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქვეყნები რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერისგან თავს იკავებენ, თუმცა სხვა მიზეზების გამო.

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუტეს პრემიერობისას ნიდერლანდების თავდაცვის ხარჯების სიმცირით არიან უკმაყოფილოები. რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კი ნიდერლანდების მიერ რუმინეთის შენგენის ზონაში მიღების დაბლოკვით არის უკმაყოფილო.


close დახურვა