logo
ENG



უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი თანამდებობიდან გადადგა

10 თებ 202423:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/10/lz1j9orn1uveewm.png

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისი გადაწყვეტილებმა ნოვაკმა მას შემდეგ მიიღო, რაც მან ბავშვთა სახლში მომხდარი სექსუალური ძალადობის დაფარვისთვის გასამართლებული პირი შეიწყალა. ამას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

"მე დავუშვი შეცდომა...დღეს ბოლო დღეა, როდესაც პრეზიდენტის რანგში მოგმართავთ", - თქვა ნოვაკმა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ საუბარია ბავშვთან სახლის დირექტორის მოადგილის შეწყალებაზე, რომელმაც რამდენიმე არასრულწლოვანს პედოფილი დირექტორის წინააღმდეგ ჩვენების შეცვლა აიძულა.


close დახურვა