logo
ENG



უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინიდან მოწვევა მივიღეთ, შესაძლოა, ვიზიტი შედგეს

06 მარ 202314:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/06/jzqjpvp230dmc7t.jpg

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთმა უკრაინიდან მოწვევა მიიღო და შესაძლოა, ვიზიტი შედგეს.

"მოწვევა მივიღეთ და ახლა უნდა დავასრულოთ მოსამზადებელი სამუშაოების ტექნიკური ნაწილი. ყველა პირობის დაკმაყოფილების შემდეგ, შესაძლოა, ვიზიტი შედგეს, მაგრამ ახლა ტექნიკური მომზადების ეტაპზე ვართ.

ახლახან პრემიერმინისტრი ბრიუსელში პრეზიდენტ ზელენსკი ესაუბრა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, ვიმედოვნებთ, რომ დიალოგს აზრი ექნება. ახლა ყველაფერს ვამზადებთ, ვნახოთ", - თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინის ცნობით, უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი რჩება ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ლიდერებს შორის, რომლებიც არ ყოფილან კიევში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

თებერვალში, ორბანის პრესმდივანმა, ბერტალან ჰავასიმ დაადასტურა, რომ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორბანი უკრაინაში მიიწვია.


close დახურვა