უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინაში ჩადის. ვიზიტი 29 იანვარსაა დაგეგმილი.
სიიარტო უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ანდრეი ერმაკს შეხვდება.
"თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, არის დადასტურებული თარიღი - 29 იანვარი. შევხვდები უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ქალაქ უჟგოროდში, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა, რომ მაღალი დონის შეხვედრა სიტუაციას დაეხმაროს", - აცხადებს სიიარტო.
ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების პრესმდივნის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვდრის ორგანიზება იქნება.