logo
ENG



უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

29 იან 202414:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/29/oyfng538c03aku2.jpg

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სიიარტო უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ქალაქ უჟგოროდში შეხვდება.

11 იანვარს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უკრაინაში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მედიის ცნობით, სიიარტო კულებას გარდა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ანდრეი ერმაკსაც შეხვდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის ორგანიზება იქნება.


close დახურვა