პარტია „ახალი საქართველოს“ წარმომადგენლები სოციალურად დაუცველი მოქალაქის პრობლემებს გაეცნენ და მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდეს.
სოციალურად დაუცველების თქმით, კრიზისულ პერიოდში უჭირთ სესხების გადახდა და შემოსავლების დიდი ნაწილიც სწორედ ამაზე ეხარჯებათ.
„ძალიან მიჭირს - შემოსავალი მაქვს მარტო პენსია. მიჭირს ამ თანხის გადახდა. თუ რამე შეგვიძლია, რომ შევძლო გადახდა და მეც დამრჩეს ლუკმა-პურის ფული", - ამბობს ხათუნა გვენეტაძე.
პარტიის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს სესხები მაღალი საპროცენტო განაკვეთით აქვთ აღებული, რის გადახდასაც ვერ ახერხებენ, ამიტომ აუცილებელია ბანკებმა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეამცირონ.
„აუცილებლად უნდა შეამცირონ საპროცენტო განაკვეთი ბანკებმა - ხოლო ამ პირობებში ექვსი თვით უნდა მოხდეს გადავადება, რომ საპროცენტო განაკვეთი არ გაუზარდონ", - ამბობს თეონა ჭალიძე.