logo
ENG



უოლასი: პუტინის აღლუმზე სიტყვით გამოსვლის დროს სასოწარკვეთა გამოსჭვიოდა

09 მაი 202214:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/09/jar3p19ei4uqe8j.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აღლუმზე სიტყვით გამოსვლის დროს სასოწარკვეთა გამოსჭვიოდა.

უოლასის განცხადებით, პუტინი "ზღაპრულ პრეტენზიებს გამოხატავს", მათ შორის არის პუტინის ვარაუდი იმის შესახებ, რომ ნატო რუსეთზე თავდასხმისთვის ემზადებოდა.

"თვეებია, რაც პრეზიდენტი პუტინი რამდენიმე ზღაპრულ პრეტენზიას გამოხატავს და ახლა უკვე წლებია... ეს, რომ არ იყოს ასეთი ტრაგიკული, სახალისო იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის". - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

უოლასის თქმით, პუტინი ამბობს, რომ NATO "გარს ერტყმის", მაშინ როცა ალიანსი რუსეთის სახმელეთო საზღვრის 6%-ს შეადგენს. ამასთან, პუტინი ამტკიცებდა, რომ უკრაინაში ნატოს ბაზები იყო, თუმცა, ეს ასე არ არის. 

"ვფიქრობ, მას სჯერა იმის, რისიც უნდა, რომ დაიჯეროს. მის გამოსვლაში სასოწარკვეთა გამოსჭვიოდა. მაგრამ ნება მომეცით, კატეგორიულად ვთქვა: ნატო, დიდი ბრიტანეთი, აღმოსავლეთ ევროპა რუსეთში შეჭრას არ გეგმავს და არც არასდროს გააკეთებს ამას". - თქვა უოლასმა.

რუსეთში სამხედრო აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა. მიზეზად კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ამინდი დაასახელა. ჩატარდა მხოლოდ სახმელეთო აღლუმი. 


close დახურვა