logo
ENG



უპრეცედენტო თავდასხმა პრაღაში

22 დეკ 202320:04
3 წუთის საკითხავი
 

პრაღაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შესახებ სულ უფრო შემზარავი გარემოებები იკვეთება. დადასტურდა თავდამსხმელის კავშირი კიდევ ერთ სასტიკ დანაშაულთან. ერთი კვირის წინ დევიდ კოზაკმა ტყეში კაცი და მისი ორი თვის ჩვილი დახოცა. კარლის უნივერსიტეტში ცეცხლის გახსნამდე კი სახლში საკუთარი მამა მოკლა. 

შეიძლებოდა თუ არა დანაშაულის პრევენცია? პოლიციამ წუთების სიზუსტით გამოაქვეყნა რეაგირების შესახებ ინფორმაცია. უცნობია მოტივი. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, არსებობს ვერსია, რომ კოზაკი რუსეთში ჩადენილი მკვლელობებით იყო შთაგონებული. მოკლული 14 ვე პირი ჩეხია. ჩეხეთი მთელი მსოფლიოდან სამძიმარს იღებს.


close დახურვა