იუსტიცისი მინისტრი თეა წულუკიანი ივანიშვილის მიერ წყალტუბოს "აღოძინების" ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, ივანიშილის მხრიდან მსგავსი გადაწყევტუილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის სასარგებლო.
"როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქის მხრიდან მადლობა. მეორე პოზიცია არის ის, რომ ივანიშვილი ამტკიცებს იმას, რომ რაც ვერ გააკეთა სახელმწიფომ, მათ შორის როცა ქვეყანას სათავეში ედგა შევარდნაძე, სააკაშვილი და სხვა პირები; ვერც ერთ ეპოქაში ჩვენმა ქვეყანამ ვერ შეძლო წყალტუბოს კურორტის აღოძინება, რადგან ცალკეული სასტუმროების რეაბილიტაცია არ აღმოჩნდა არც საინტერესო და არც რენტაბელური სხვადასხვა ბიზნესისთვის. ასე რომ, მე ვფიქრობ ივანიშვილის ეს საქვემოქმედო, უპრეცედენტოდ მასშტაბური აქტი, იმ 3 მილიარდიანი ინვესტიციის მიღმა, რაც უკვე გააკეთა ჩვენს ქვეყანაში, მისასალმებელია", -აგანცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეისყიდის წყალტუბოს ყველა სასტუმროსა და აბანოს.