უკრაინაში პუტინის ფართომასშტაბიან შეჭრამდე და შეჭრის შემდეგაც, მთელი მსოფლიო იმაზე ფიქრობს - როგორ დააღწიოს თავი რუსულ ენერგო მატარებლებზე დამოკიდებულებას და როგორ მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიცირება, რომ რუსულ ბაზარზე აღარ იყოს დამოკიდებული. აი ქართული ხელისუფლება კი პირიქით - სრული სვლით რუსეთის მაჩანჩალა ეკონომიკას ეტმასნება, ყველაზე არასტაბილურ რუსულ ბაზარზე ხდება დამოკიდებული. თავის მხრივ კი რუსეთი და მისი მოქალაქეები საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების ათვისებას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. ჯერ პუტინს და ომს გამოქცეულები იყვნენ, მერე გამვლელები, შემდეგ ტურისტები - ახლა კი ბიზნესმენები და უძრავი ქონების მფლობელები. რუსეთის მოქალაქეები უკვე აქტიურად ოპერირებენ ტურიზმის, კვებისა და უძრავი ქონების ინდუსტრიაში. რეალობა მძიმეა - საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არაქართულენოვანი გიდები მუშაობენ და ხშირ შემთხვევაში საქართველოს ისტორიას ფუნდამენტურად ამახინჯებენ. მასპინძელი ქართველი, რომელიც შესაძლოა მალე საკუთარ სამშობლოში სტუმრად იქცეს. დროება - უპრინციპო სტუმართმოყვარეობაზე.
უპრინციპო სტუმართმოყვარეობა - დროება
07 მაი 202320:20
3 წუთის საკითხავი