logo
ENG



ურეკში ერთერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

24 ივნ 202122:41
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/24/k6grvze38nm7pby.jpg

დაბა ურეკში, ერთერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი 4-სართულიანი შენობის სხვენს მოედო, შემდეგ კი ქვედა სართულებზეც გავრცელდა. 

როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე მაშველებმა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.

მათივე ცნობით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 9 ეკიპაჟია მობილიზებული.

მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


close დახურვა