12 წლის ბავშვის დაღუპვის საკითხს საკრებულოშიც გამოეხმაურნენ, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გოგონას სიკვდილის ფაქტი ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეაფასა. გამოსვლას "ქართული ოცნების" მხრიდან ოპონენტის შეურაცხყოფა მოჰყვა. საკრებულოში დაპირისპირება კიდევ ერთმა საკითხმა გამოიწვია. კონფლიქტი რუსული კანონსა და თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა. დეპუტატთა ნაწილი დარბაზიდანაც კი გავიდა.
ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
17 მარ 202320:06
3 წუთის საკითხავი