logo
ENG



უსუფაშვილი კონტრაბანდაზე: ვისურვებდი, ან მტკიცებულება დაიდოს, ან უარყონ ეს ინფორმაცია

05 აპრ 202216:54
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ლელოს წევრს, დავით უსუფაშვილს არ სჯერა, რომ საქართველო ჩართულია რუსეთისთვის იარაღის კოტრაბანდულად მიწოდებაში. 

უსუფაშვილის თქმით, ისურვებდა, ან მტკიცებულებები დაიდოს, ან უკრაინულმა მხარემ გავრცელებული ინფორმაცია მალე უარყოს. 

"სანამ უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია, დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდულ იარაღზე და ა.შ. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და მე მინდა, ყველას ვთხოვო, იქნება ეს საკუთარი მთავრობა თუ მეგობარი უკრაინის მთავრობა, ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და ისედაც რთულ ვითარებაში დამატებითი თემებით ვითარებას ნუ დავძაბავთ. 

მე არ მჯერა, რომ საქართველოში ვინმე ასეთი რამით არის დაკავებული ან ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია. ამიტომ, ვისურვებდი, მალე ან მტკიცებულება დაიდოს, ან უარყოფილ იქნას ეს ინფორმაცია". - თქვა დავით უსუფაშვილმა. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება". 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება". 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კი უკრაინას მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მტკიცებულებები საქართველოს. 


close დახურვა