logo
ENG



უტა ბერია: ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!

15 ივლ 202319:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/15/zd13uucdao77l0s.jpg
კულტურის მინისტრმა თქვა, რომ პოლიტიკა მისი საქმეა და ხელოვანებს არ უნდა აინტერესებდეთ პოლიტიკა, ეს მათი საქმე არ არის. განცხადება აჟღერებს ალბათ იმ მთავარ იდეას, რასაც კულტურის მინისტრი ემსახურება. მის მიერ შევიწროებული, შეურაცხყოფილი და სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები სწორედ ამას ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს მათი დევნა, რაც კულტურის მინისტრმაც დაადასტურა ამ განცხადებით.
პოლიტიკა ყველას საქმეა!
მოქალაქეების მიერ არჩეული მთავრობა განსაზღვრავს ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკას, მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებების პირდაპირი შედეგია ქვეყნის - მოქალაქეების ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური და მენტალური მდგომარეობა. შესაბამისად პოლიტიკა ზეგავლენას ახდენს ამბებზე რომელიც ჩვენს შორის ვითარდება. პოლიტიკა გვეხება ყველას, ეს ელემენტარულია, მასში ჩარევა ჩვენი უფლება და მოვალეობაა.
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!
 

close დახურვა