logo
ENG



უცნობის აქცია - დროება

30 აპრ 202320:07
3 წუთის საკითხავი
 

"რადიკალების დღის წესრიგის წინააღმდეგ" - ასე აანონსებდა სამთავრობო პროპაგანდა აქციას "მოვდივარ!", რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე ერთი საათის წინ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ "რადიკალებად" ქართული ოცნების პროპაგანდა ყველა იმ ადამიანს მოიხსენიებს, რომელიც არ ეთანხმება მათი შეთქმულების თეორიის მთავარ ხაზს - "მეორე ფრონტზე". თბილისის ცენტრში მიმდინარე მანიფესტაციაც სწორედ ამ მანიპულაციური გზავნილის ირგვლივ აერთიანებს ადამიანებს - ანუ "არა ომს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას". საინტერესოა, რომ გასული წლის სექტემბერში კვლევით ორგანიზაცია CRRC-მ ჩაატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 4% იჯერებს მმართველი პარტიის ამ გზავნილს, თითქოს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რადგან თბილისმა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არ გახსნა. როგორ ჩაიარა, რა მოთხოვნებით ან გზავნილებით გამოირჩეოდა ქართული ოცნების რესურსებით მობილიზებული უცნობის აქცია - ნახეთ დროებაში.

 


close დახურვა