logo
ENG



უხუცესთა საბჭოს წევრი აცხადებს, რომ მისი სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს

13 ივნ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ მისი სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. ხანგოშვილი სახლის ჩხრეკას თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირებს. უხუცესთა საბჭოს წევრი აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული პირი მისი ნაცნობი იყო და წინა დღეს მის სახლში იმყოფებოდა.

„ვიღაცა თქვენი სტუმარი ეჭვმიტანილიაო, დავაკავეთ და ამიტომ გვინდა, რომ გაგჩხრიკოთო. კი, ბატონო-მეთქი. მოვიდნენ, დეტალურად შეამოწმეს ყველაფერი, ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს, აქტი შეადგინეს და წავიდნენ“, - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ დედაქალაქის ცენტრში ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც ეროვნებით ჩეჩენი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბინის ჩხრეკის დროს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.


close დახურვა