logo
ENG



ფავორიტიზმის რისკი არა თუ სასამართლო სისტემაში, არამედ ოჯახშიც არსებობს - ალექსანდრე წულაძე

07 ნოე 201914:54
3 წუთის საკითხავი
 
rfw1dobidk6yqgg.jpg

 

უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ალექსანდრე წულაძე, რომელსაც პარლამენტი დღეს უსმენდა, ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

„არის თუ არა ზურა ადეიშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული,“ - ამ კითხვით მას „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ მიმართა.

მოსამართლემ პასუხისგან თავი შეიკავა, არგუმენტად კი დაასახელა, რომ უშუალოდ ამ საკითხს არ იცნობს.

თინა ბოკუჩავა ასევე დაინტერესდა, არის თუ არა ფავორიტიზმის და კლანური მმართველობის რისკები.

„არ თვლით, რომ რისკები სხვა მიმართულებითაც არსებობს, მაგალითად, საქმეებზე, რომელიც ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია რეჟიმის შესანარჩუნებლად, იქნება ეს დამოუკიდებელი კომპანიები თუ ცალკეული პოლიტიკოსები, სასამართლო ხელისუფლებაში არის კოორდინირებული მოქმედება,“ - მიმართა მოსამართლეს თინა ბოკუჩავამ.

თავის მხრივ, წულაძემ განმარტა, რომ ფავორიტიზმის რისკები, არათუ სასამართლო სისტემაში, არამედ ოჯახშიც არსებობს.

„მე ვფიქრობ, რომ ფავორიტიზმის რისკი არა თუ სასამართლო სისტემაში, არამედ ოჯახში და სხვა გარემოშიც, მუდმივად არსებობს, მითუმეტეს იქ სადაც ინსტიტუციურად დაწინაურებასთან და დანიშვნასთან გვაქვს საქმე,“ - განმარტა წულაძემ, თუმცა კითხვის პასუხმა თინა ბოკუჩავა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ამ შედარებას ვერ მიიღებს.

 

 


close დახურვა