logo
ENG



ფაიზერზე რეგისტრაციისთვის დამატებითი დოზები გამოჩნდა

28 ივლ 202109:46
3 წუთის საკითხავი
 
ფაიზერზე რეგისტრაციისთვის დამატებითი დოზები გამოჩნდა

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე ფაიზერის დამატებითი დოზები აისახა. ამ დროისთვის [9:56] საიტზე ჩანს, რომ დარჩენილია 828 დოზა. 

საქართველოში აშშ-ის ნაჩუქარი ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა 24 ივლისს ჩამოვიდა. რეგისტრაცია დღის 12 საათზე დაიწყო და პირველი 2 საათის განმავლობაში 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა.

მოქალაქეები ფაიზერის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრირდებიან.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკასფაიზერისსინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.

ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, სინოფარმითა და სინოვაკი 18 წლიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, ფაიზერით აცრა კი 16 წლიდანაა შესაძლებელი.


close დახურვა