logo
ENG



ფარაჯანოვი - რიტუალების რეჟისორი - დროება

21 იან 202419:54
3 წუთის საკითხავი
 

ყველა სფეროში არსებობენ გამოჩენილი ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეშივე საკუთარ ხელწერას, საკუთარ განსხვავებულ და უნიკალურ სტილს ქმნიან. ასეთ ადამიანებზე ბევრი წიგნი და ნარკვევი დაწერილა, არაერთი დოკუმენტური ფილმი შექმნილა, არაერთი სატელევიზიო რეპორტაჟი მომზადებულა, მაგრამ ფენომენის შესწავლა არ სრულდება და ვერც დასრულდება. ასეთ ,,მოვლენა ადამიანების“ რიცხვს უთუოდ მიეკუთვნება ერთი თბილისელი კაცი - სერგო ფარაჯანოვი. ნოვატორი, ეპატაჟური, მეამბოხე, ფერების დიდოსტატი, რიტუალების რეჟისორი - შეფასებების ჩამონათვალი არ სრულდება. მისი შემოქმედება მსოფლიო მემკვიდრეობის კუთვნილებაა. ჩვენ კი თუ უკვე არა ნელ-ნელა ვკარგავთ ადამიანს, რომელიც ჩვენია თბილისური კულტურის ნამდვილი ნაყოფიც და განუმეორებელი შტრიხის შემქმნელიც. დროება ფარაჯანოვზე, რომელსაც 100 წელი შეუსრულდებოდა.


close დახურვა