რა ინიციატივაც არ უნდა ჰქონდეს მოქმედ ხელისუფლებას და როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის იდეაში, საზოგადოების ნაწილი მაინც ეჭვის თვალით უყურებს - უკავშირდება თუ არა ეს არჩევნებს და ამომრჩევლის გულის მოგებას - ერთჯერადად რაღა თქმა უნდა. ხელისუფლებაც თავს იმართლებს - სულ არჩევნებია და აბა საქმე არ ვაკეთოთო. კი უნდა აკეთოთ მაგრამ როგორ გამოგდით? – იდეა და ინიციატივა თუ მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას არ ამსუბუქებს - პოპულიზმია - ანუ ტყუილი, წინასაარჩევნო ტული. ამ შემთხვევაში დროება მედიკამენტების ბაზარზე არსებული ვითარებით დაინტერესდა - თემით რომლიც არა მხოლოდ პენსიონერებს აწუხებს. ხარისხის ხარჯზე გაიაფებული მედიკამენტები, დეფიციტი ბაზარზე, დახურული ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოები და ხალხი არჩევანის გარეშე. კარგი ინიციატივის არასწორი მართვა - დროება ფარმა პოპულიზმზე.
ფარმა პოპულიზმი - დროება
19 ნოე 202321:46
3 წუთის საკითხავი