ორი კერძო საკუთრებით პროკურატურაში მისულ ფარცხალაძეს დღეს 20 ზე მეტი ქონება ერიცხება. ცალკეა ბიზნესი, რომელსაც რუსეთში ფლობს. როგორ იშოვა მილიონები ივანიშვილთან მჭიდროდ დაახლოებულმა პირმა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სანქციის დოკუმენტში ოლიგარქს უწოდებენ.
სკანდალებში გახვეული ყოფილი გენერალური პროკურორი ჯერ ბოტასების ქურდობაში იყო დადანაშაულებული, ახლა კი მაღალი დონის კორუფციასა და ბიზნეს რეკეტში. ფარცხალაძის საეჭვო ქონების შესახებ მედია წლებია ჰყვება.