logo
ENG



ფაშინიანი: საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტაზე უშედეგო აღმოჩნდა

27 ოქტ 202010:42
3 წუთის საკითხავი
 

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით უშედეგო აღმოჩნდა. 

ფაშნიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ "აზერბაიჯანმა აშშ-სთან ერთად გაფორმებული შეთანხმების მიუხედავად, ე.წ არცახის რესპუბლიკაზე საჰაერო იერიში მიიტანა, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა". 

თავის მხრივ, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთს არსებული, ოკუპაციაზე დაფუძნებული სტატუს კვოს შენარჩუნება უნდა. 

აშშ-ის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ოქტომბერს გაფორმდა და 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდა. თუმცა, ერთი საათის შემდეგ მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. 

ეს მესამე შეთანხმება იყო. მანამდე, რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ 2 შეთანხმება დადეს, თუმცა, არც ერთი მათგანი არ შესრულდა. 

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. 


close დახურვა