logo
ENG



ფაშინიანმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

13 სექ 202203:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/13/p5wbge0lhuoymus.jpg

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფაშინიანმა პუტინს "დეტალურად გააცნო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული, აგრესიული ქმედებები სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართულებით".

როგორც ფაშინიანის პრესსამსახური აცხადებს, პრემიერმინისტრმა აზერბაიჯანული მხარის ქმედებები მიუღებლად მიიჩნია და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.

დღეს, 13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 12 სექტემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე დაშკასანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით "ფართომასშტაბიანი დივერსია" განახორციელა.

აზერბაიჯანული უწყება ირწმუნება, რომ "ამ ქმედებების აღსაკვეთად გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, მოხდა სამხედრო შეტაკება".

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.


close დახურვა