სხვადასხვა კომპანიის ბოიკოტის ფონზე, ფეისბუკი რეგულაციებს ამკაცრებს. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, სოციალური ქსელი სპეციალურ ნიშანს დაამატებს პოლიტიკოსების ყველა პოსტს, რომელიც მის წესებს არღვევს. მათ შორის მოხვდება შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სტატუსებიც.
ფეისბუკის დამაარსებლის განცხადებითვე, კომპანია დამატებით ნაბიჯებს დგამს, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ებრძოლოს. ფეისბუკის ბოიკოტს, საერთო ჯამში, რეკლამის 90-ზე მეტი დამკვეთი შეუერთდა, რის გამოც კომპანიის აქციები გუშინ 8 პროცენტით დაეცა.
