logo
ENG



ფეისბუქმა News და Southfront-ებთან დაკავშირებული 140 ანგარიში წაშალა

05 მაი 202022:21
3 წუთის საკითხავი
 
89jld35yh3y21mq.jpg

Facebook-მა News და Southfront-თან დაკავშირებული 140 ყალბი ანგარიში წაშალა - როგორც სოციალური ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ეს ანგარიშები რამდენიმე სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულადაც მუშაობდნენ.

სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთსა და დონბასის რეგიონში, უკრაინაში მომუშავე ეს ანგარიშები ჩართულები იყვნენ ერთ დიდ ქსელში, რომელიც ფეისბუქის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოააშკარავა.

ფეისბუქმა საქართველოდანაც წაშალა რამდენიმე ასეული ანგარიში. 790 ყალბი ანგარიში, სოციალური ქსელის ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილის მიერ იყო მართული და პროსახელისუფლებო პროპაგანდას ეწეოდა. 

შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“  „ნიუს-ფრონტის“ შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, რომ კრემლისტური სააგენტოს ანგარიშები ახლო წარსულში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საპენსიო სააგენტოსა და კომპანია „ბადაგონის“ სასარგებლოდ.

 


close დახურვა