logo
ENG



ფერმერები მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავენ

01 მაი 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

მალე აგრარულ ბაზრებში სარეალიზაციოდ გასატანი პროდუქცია ფიზიკურად აღარ იარსებებს. იმის გამო რომ პროდუქტის გაყიდვა შეუძლებელია ფერმერებს პროდუქტის განადგურება უწევთ. ფერმერები პროდუქტს მასობრივად ანადგურებენ იმის გამო, რომ გაყიდვა შეუძლებელია.

სამეგრელოში, თხილის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს მოსახლეობა მთელი წელი ელოდება. ადგილობრივები , თხილის შეწამლას ვერ ახერხებენ, რადგან შესაბამისი საშუალებები არ აქვთ.  რეგიონი კი ჩაკეტილია , მოსახლეობას გადაადგილების საშუალება არ აქვს და არც ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს მათზე.   

სოფელ კახათში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც კიტრის და პომიდვრის მოყვანით არის დასაქმებული, ახლა სარეალიზაციოდ გამზადებული ჩითილები უხმებათ.   ეს პრობლემა აქვს სოფლის  მოსახლეობის დიდ ნაწილს, ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ .  

სოფლებში ოჯახები საგანგებო მდგომარეობის დასრულებას ელოდებიან , თუმცა არ იციან როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას კარანტინის შემდეგ , რადგან  მთავრობისგან  წარმოდგენილ ანტიკრიზისული გეგმაში არსადაა ნათქვამი როგორ დაეხმარებიან ადამიანებს, ვინც თავს  საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქციით ირჩენდა.


close დახურვა