ფეროშენადნობ ქარხანას თბილისში უკვე ერთი წელია მალულად აშენებენ. ბოლო ერთი წელი ფონიჭალის მცხოვრებლები ცდილობდნენ გაერკვიათ რა შენდებოდა მათ საცხოვრებელ სახლებთან ასიოდე მეტრის მოშორებით. მანგანუმის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილობრივებმა გაარკვიეს რომ ქარხანა ფეროს გადაამუშავებს, რაც მათი ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა. ნახშირბადით გაჟღენთილი გამონაბოლქვი, მანგანუმის ნარეცხი წყალი მდინარე მტკვარში, ჰაერის მძიმე მეტალებით დაზიანება - ესაა ის საფრთხეები, რასაც ეკოლოგების დასკვნების მიხედვით თბილისის ფეროშენადნობი ქარხანა შექმნის. მანგანუმს, რომელსაც ფონიჭალის ქარხანაში გადაამუშავებენ, თბილისში ჭიათურიდან ჩამოიტანენ. კომპანია ძმებ ქართლელიშვილებს ეკუთვნით. ერთ-ერთი ძმა, მიხეილ ქართლელიშვილი ქართული ოცნების მსხვილი შემწირველიცაა, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მიუხედავად მშენებლობის ნებართვის არ არსებობისა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანალიზის გარეშე - ძმებისთვის ქარხნის მშენებლობაში ხელი არავის შეუშლია.