logo
ENG



ფეხბურთის ფედერაცია: მზად ვართ კორონავირუსთან საბრძოლველად 100 000 ლარი გამოვყოთ

13 მარ 202016:14
3 წუთის საკითხავი
 
4tpbziv4ubugcfm.jpg

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფედერაცია მზადაა საკუთარ ბალანსზე არსებულ სასტუმროში საკარანტინო ზონა მოაწყოს.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა