logo
ENG



ფეხით მივდივარ სამსახურში, არ მაქვს ტაქსის საშუალება - მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ

11 მაი 202012:09
3 წუთის საკითხავი
 

შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქების მიუხედავად, მუშაობა არ განუახლებია საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ძალაში რჩება ეგრეთ წოდებული კომენდანტის საათიც, რომლის მიხედვითაც, თუ საღამოს 9 საათის შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდებით, 3 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ.

„ფორმულა“ ესაუბრა მოქალაქეებს, რომლებიც დღეს გავიდნენ სამსახურში. ძირითად პრობლემად, სხვა საკითხებთან ერთად, მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტს ასახელებენ და აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ სამსახურში ტაქსებით სიარულის საშუალება.

„ვერ გავდივართ სამასხურში. ავტობუსი გვინდა ან მეტრო. ვერ გავდივართ, გადადაგილება მთავარია. რაღა უნდა გავაკეთო ტაქსიში თუ დაიხარჯა ფული“, - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

„ფორმულასთან“ საუბარში კიდევ ერთი პირი აცხადებს, რომ მას არ აქვს საშუალება ყოველდღე ტაქსიში 10 ლარი იხადოს.

„ეს ავლაბრიდან მოვიდა ფეხით და ფეხით მივდივარ. ტაქსით რომ ვიარო რა, მაშინ ვიჯდები ისევ სახლში.  ტაქსი, 10 ლარი უნდა ვიხადო ყოველდღე“, - აცხადებს ის. 

„ფორმულა“ სხვადასხვა მაღაზიების წარმომადგენლებს ესაუბრა და ისინი ამბობენ, რომ თავად უზრუნველყოფენ თანამშომლების სამსახურში მიყვანას, მაგრამ იქვე აცხადებენ, რომ ჭირს ისეთი მძღოლების მოძებნა, რომლებიც თანამშრომლებს სამსხურში ატარებენ.

მაღაზიების წარმომადგენლების ნაწილი კი აცხადებს, რომ ჯერ ადრე იყო მათი გახნსა, რადგან საზოგადოებრივი ტრანპოსრტის არარსებობის გამო, ნაკლები კლიენტი მივა მათთან.


close დახურვა