კორონავირუსის პანდემიის გამო ოსკარის ცერემონიის რეგულაციები შეიცვალა. ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის ახალი გადაწყვეტილებით, ფილმებს, რომელთა პრემიერაც ონლაინ რეჟიმში შედგა, მომავალ წელს ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ.
მოქმედი წესების თანახმად კი, საკონკურსო სიაში მხოლოდ ის ნამუშევრები შეიძლება შესულიყო, თუ მათ ლოს-ანჯელესის კინოთეატრში მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში უჩვენებდნენ.
ორგანიზატორების განცხადებით, დროებითი გამონაკლისის დაშვება აუცილებელი გახდა, რადგან კინოთეატრები პანდემიის გამო დაიხურა.
ოსკარის რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 28 თებერვალს უნდა გაიმართოს.