logo
ENG



ფინანსური პრობლემები თეატრში - რეჟისორები მთავრობას დახმარებას სთხოვენ

21 მაი 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდ 19-ის პანდემიით დაზარალებული და შემოსავლის გარეშე დარჩენილი რეჟისორები მთავრობისგან რეგულაციების დროულად შემუშავებას და თეატრების გახსნას ითხოვენ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მხოლოდ სახელფასო ფონდს ჰყოფნის, შტატგარეშე მსახიობები, კომუნალური გადასახადები და კიდევ სხვა მრავალი ხარჯი გადაუხდელი რჩება.

მუსიკისა და დრამის თეატრი პანდემიამ  მძიმე რეალობის წინაშე დააყენა. თეატრის შენობის რემონტი გაჩერდა და ჯერ არავინ იცის შეძლებს თუ არა ახალი თეატრის სამხატვრო ხელმღვანელი საერთოდ მომდევნო თეატრალური სეზონის გახსნას  ახალ შენობაში ოქტომბერში. 

ბოლო  სპექტაკლი თებერვალში ითამაშეს - სამეფო უბნის თეატრი 1 მარტიდან კორონავირუსის გამო დაკეტილია. ეს თეატრი სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება. რეჟისორი დათა თავაძე ამბობს რომ სამეფო უბნის თეატრი ერთ ერთია, სადაც მაყურებელმა თეატრს განსაკუთრებული სოლიდარობა გამოუცხადა და გაყიდული და გაუქმებული სპექტაკლების ბილეთებიდან არცერთი არ დააბრუნა.მისი აზრით პანდემიამ ცალსახად ნეგატიური როლი ითამაშა,თუმცა ახლა დროა თეატრალებმა  გამოსავალი ეძებონ

პანდემიამ ყველაზე მეტად სწორედ სახელოვნებო სფეროს და მითუმეტეს ხალხმრავალ თეატრებს დაარტყა. ამბობს კინომსახიობთა თეატრის დირექტორი ზურა გეწაძე .თვლის რომ ციფრული თეატრი კარგია,თუმცა რადგან სპექტაკლი ცოცხალი პროცესია. ონლაინ  სპექტაკლები არასაკმარისია.

თეატრის სფეროს წარმომადგენლები მათთვის გაწერილი სამოქმედო გეგმას ამ დრომდე ელიან. მათ მიაჩნიათ, რომ განათლების მეცნიერების და კულტურის სამინისტრომ ჯანდაცვის სამინსიტროსთან ერთად რეგულაციები უნდა განსაზღვროს და თეატრები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შემოდგომიდან ეტაპობრივად გახსნას.

თეატრის ხელმძღვანელებს დღეს პროფილური სამინისტრო ონლაინ შეხვდა. დეტალებს მედიისთვის არ ასაჯაროებენ. თუმცა ცნობილია, რომ ქართული თეატრების ხელმძღვანელებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან საკუთარ  ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრეს.

ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ისევ გაურკვეველი რჩება, გაიხსნება თუ არა შემოდგომის სეზონამდე თეატრები და რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევს როგორც თეატრის ადმინისტრაციას, ასევე მაყურებელს, რომელსაც ბილეთების ყიდვა უკვე გაზრდილი ფასით მოუწევთ.

 

 

 


close დახურვა