logo
ENG



ფინეთი NATO-ს წევრობაზე განაცხადს გააკეთებს

15 მაი 202214:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/15/yqkrtwyj9dghprl.jpg

ფინეთი NATO-ს წევრობაზე განაცხადს გააკეთებს. ინფორმაციას ფინეთის ხელისუფლება ავრცელებს.

ფინეთის პრეზიდენტმა ფინეთის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთოების შესახებ მინისტრთა კომიტეტმა შეადგინეს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის სამუშაო ვერსია.

დოკუმენტი  ხელისუფლებას დღეს, 17:00-ზე დაგეგმილ პლენარულ სესიაზე გადაეცემა, მიღების შემდეგ კი პარლამენტს გაეგზავნება.

“პრეზიდენტი და მინისტრთა კომიტეტი შეთანხმდნენ, რომ ფინეთი NATO-ს წევრობის განაცხადს საპარლამენტო მოსმენის შემდეგ წარადგენს.

ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადი პარლამენტს გადაეცემა, მას შემდეგ, რაც მას ხელისუფლება რეკომენდაციას გაუწევს.“ - წერია ხელისუფლების განცხადებაში. 


close დახურვა