ფინეთმა უკრაინას 400 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. მთლიანობაში ჰელსინკიმ უკრაინას 590 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება მიაწოდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინეთი უკრაინას მძიმე არტილერიასა და საბრძოლო მასალებს მიაწვდის. მაგრამ Leopard-ის ტანკები, რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს, დახმარების პაკეტში არ შედის.
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, მიკო სავოლამ განაცხადა, რომ ფინეთის პოზიცია უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, გერმანული წარმოების ტექნიკის ექსპორტისთვის საჭიროა გერმანიის ნებართვა.