logo
ENG



ფინეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში ომი, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს

25 დეკ 202316:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/25/laegrfzj4kl3eby.jpg

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის განცხადებით, უკრაინაში ომი, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.

"სამწუხაროდ, ომის სწრაფად დასრულება მოსალოდნელი არ არის. წყდება არამხოლოდ უკრაინის სახელმწიფოს, არამედ რუსეთის ფედერაციის ყველა მეზობელი ქვეყნის ბედი.

რუსეთის ძალაუფლების პოლიტიკამ შექმნა დაუცველობისა და გაურკვევლობის განცდა ევროპაში და შესაბამისად, მთელს მსოფლიოში", - თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა