logo
ENG



ფინეთის თავდაცვის მინისტრი დასავლეთს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

03 მარ 202411:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/03/f6tmuvd9h3w8mye.jpg

ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

"ევროპას უკრაინისთვის საკმარისი დახმარება არ გაუწევია. უკრაინაში იარაღის მისაწოდებლად თანხა სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს", - ამბობს ფინეთის თავდაცვის მინისტრი.

მანამდე, ფინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. მისი თქმით, წყდება არამხოლოდ უკრაინის სახელმწიფოს, არამედ რუსეთის ფედერაციის ყველა მეზობელი ქვეყნის ბედი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა